ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ამოსვარეს ტალახში პრემიერი კვირიკაშვილი ზედაზენზე

“ჯიპი მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში”

სოციალური ქსელის მომხმარებელი გოდე კილაძე ფეისბუქში  პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის და  ამბავს იხსენებს, რომელიც სულ ორი დღის წინ მოხდა:

“თოვლში ჩავრჩი ზედაზენზე, საკმაოდ დიდი თოვლი იყო, რომ მივხვდი ვერ ავდიოდი უკან დავიხიე და დავსრიალდი, მანქანა არხში ჩაჯდა. დახმარება ვითხოვე, ჯიპი მოდიოდა გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში, გადმოხტა მანქანიდან, საბუქსირე არ გვქონდა, ვერ ამოვიყვანეთ, ვინც ახლდა იმან თქვა, სხვა ვინმე გამოივლის და ბუქსირი ვისაც ექნება იმან ამოგიყვანოსო, პრემიერმა უთხრა რა სხვაო, გადახტა რომელი ბორბალიც გვქონდა ჩაფლული იმ მხარეს ტალახში, ამოიყენა გვერდზე ვინც ახლდა და მომაწვნენ, ამომიყვანეს. სულ დავუსვარე ტანსაცმელი, ტალახი მიეყარა, ბოდიშები და მადლობები გადავუხადე, თან უხერხულად ვიგრძენით თავი, რომ დაისვარნენ, თუმცა ამავდროულად გვეამაყებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და საქართველოს პირველმა პირმა როგორც რიგია მოქალაქემ გამოგვიწოდა ხელი” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....