ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარია 9 მოსამართლის დასანქცირებას ითხოვს

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია 9  მოსამართლის საქნცირებას ითხოვს.

ხოშტარიას განცხადებით, მოსამართლეები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.

ხოშტარიას სია:

1. მიხეილ ჩინჩალაძე – “წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მაგალითად ლევან მურუსიძე, მაგრამ ის არის რეალური კლანის თავი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული”

2. ლევან მურუსიძე – “გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში. უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება, მათ შორის, არც პოლიტიკურ კამპანიებში გამოჩენას, პოლიტიკური განცხადების და თავისი მიკერძოებულობის ჩვენებას.

3. შალვა თადუმაძე – “ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გააწესეს პროკურატურაში იმისთვის რომ საქმეები შეეკერა, შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უკვე უზენაეს სასამართლოში, იმისთვის რომ ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა”.

4. გიორგი მიქაუტაძე – “უვადო მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივანი მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა. ასრულებდა აბსოლუტურად ღიად ყველა პოლიტიკურ დავალებას”.

5. ლაშა ჩხიკვაძე – “ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ის პრაქტიკულად ნაწილობრივ სანქცირებულია – არ გაუშვეს ამერიკაში. მის სახელს უკავშირდება 2015 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც დაიღუპა ადამიანი, საქმე დღემდე არის მიმდინარე იმისათვის, რომ ის იყოს გამოჭერილი და მან შეასრულოს პოლიტიკური დავალებები.

გვარამიას საქმე არის ის საქმე, რომელიც მყისიერად მთელმა მსოფლიომ მედიაზე შეტევად შეაფასა და Amnesty International-მა მოუწოდა საქართველოს, რომ ის დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული ლაშა ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი სიმბოლო პოლიტიკური მართლმსაჯულების”.

6. ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები – “ოჯახური კლანი, რომელთა ხელშიც გადის და გადიოდა ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე – “კაბელების საქმე”, “ციანიდის საქმე”, “რურუას საქმე”. მათ გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეების განაჩენები”.

7. ირაკლი შენგელია – “ერთი შეხედვით, ჩრდილში მყოფი მოსამართლე, რომრლიც საყრდენია ჩინჩალაძის, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში. ეს კლანური სისტემა მათ შორის ეყრდნობა ნათესაური კავშირების ძალიან მყარ გაჯერებას სასამართლო სისტემაში”.

8. სერგო მეთოფიშვილი – “ეს არის საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

იტვირთბა....