ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ ველოდები, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს ან დანარჩენ გახმაურებულ პატიმრებს – ზარქუა

არ ველოდები, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს სააკაშვილს ან დანარჩენ გახმაურებულ პატიმრებს, რადგან მან ამ თემაზე არაერთხელ გამოთქვა თავისი აზრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ცოტა რთულია წინასწარ განსაზღვრო პრეზიდენტის განცხადებები, რას იტყვის, როგორ ან რა არგუმენტებით. თუმცა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს გარკვეულ ჯგუფებში იყო მსჯელობა და თურმე მოლოდინი აქვთ, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს პატიმარ სააკაშვილს ან დანარჩენ გახმაურებულ პატიმრებს. არ მაქვს ეს მოლოდინი იმიტომ, რომ მან არაერთხელ გამოთქვა ამ თემაზე თავისი აზრი და თქვა, რომ ის არ აპირებს შეიწყალოს არასდროს. მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი იქნება აქცენტირებული უფრო ევროინტეგრაციის გზაზე, თუ რა შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავაკეთოთ. სავარაუდოდ, მოუწოდებს ერსა და ბერს გავერთიანდეთ და პრინციპში ეს სწორია, რომ ჩვენ ახლა გვაქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდეთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

იტვირთბა....