უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დაასახელა მთავარი უპირატესობა, რომელსაც რუსეთი ომში ფლობს.
ზელენსკით თქმით, მტრის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დრო მის სასარგებლოდ თამაშობს და არა კიევის.
ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მიმართა, რომ ახლა არის მოქმედების დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, უკრაინა “ყველაფერს დაკარგავს, თუ ამ ომში მას რუსეთი დაამარცხებს”.