ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მთავრობაზე: ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის არმისაღებად

რაც მოვისმინე ინტერვიუში ნამდვილად გულს მწყვეტს, რადგან პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქცევა, რომ ყველას ადანაშაულებს გარშემო საუკეთესო მეგობრების ჩათვლით, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპარლამენტარები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დადანაშაულება ხდება. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა შეხედონ და მოუსმინონ, თუ მეგობრები ამბობენ, რომ რაღაც არ ხდება სწორედ, განსხვავებული ნაბიჯები უნდა გადადგა და ერთადერთი პრობლემა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს… მაგრამ რასაც მთავრობა აკეთებს, ეს ყველაფრის საპირისპიროა, ეს არის სიძულვილის ენა, კანონის უზენაესობის უგულებელყოფა, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, ციხეში ჩასმა მასმედიის წარმომადგენლების, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის არმისაღებად

ამის შესახებ “ფორმულას” ეთერში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა.

იტვირთბა....