[su_quote]რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არის ყოვლად კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ეს არის სიყალბეზე დაფუძნებული კონკრეტული სპეკულაცია, რომელიც ამ რეზოლუციაში აისახა და რომელიც სირცხვილად დარჩება, ალბათ, ევროპარლამენტის ამ შემადგენლობას. კაცი, რომელმაც თავისი ნებით დათმო ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ბიძინას ამ ქვეყნისთვის თანამედროვეობის ისტორიაში ყველაზე ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული, არა მხოლოდ ქველმოქედებით, არა მარტო იმით, რომ ააშენა სამება, ერთ-ერთი მთავარი რაც გააკეთა, განახორციელა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება და ღირსება დაუბრუნა ქართველ კაცს.მინდა ყველას ვუთხრა, რომ ალბათ, ვერ იცნობენ კარგად ბატონ ბიძინას ხასიათს და მის განვლილ გზას, ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მას რაიმე საფრთხე ან დისკომფორტი ეგრძნო ამ განცხადებებიდან[/su_quote]
ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.