ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი “ოცნებაზე”: ნუ ხტებიან ფეხსაცმელებიდან, არავის ეშინია მაგათი და მაგათი ფარდის ახდის

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებას ეხმხაურება და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ევროპას წარმოუდგენელი შანტაჟის ენით ესაუბრება.

ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ფარდა ეშვება.

“ჯერ ეს ერთი, შანტაჟის ენით საუბარი ოჯახთან, რომელთანაც გაერთიანება თითქოს გვინდა, ეს წარმოუდგენელი შანტაჟია, საკუთარი ადგილი ხომ უნდა იცოდე?! მე ვფიქრობ, ძალიან მარტივადაა საქმე და ისინი [ქართული ოცნება] ამას ამბობენ კიდევაც, ამ პროპაგანდისტულ ხაზს გაატარებენ, რომ ევროპა გვთხოვდა ჩვენ ომში ჩართვა კანდიდატობის სანაცვლოდ, ჩვენ ამაზე მათ უარი ვუთხარით, რადგან ხალხს ხომ მშვიდობა უნდა და ამის გამო გვსჯიან. ამის მეტი არაფრის თქმის თავი აქვთ და ნუ ხტებიან ფეხსაცმელებიდან, არავის ეშინია მაგათი და მაგათი ფარდის ახდის. იმას მიხედონ, რომ მათი ფარდა ეშვება”, – ამბობს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ის ყველაფერს ახდის ფარდას.

ღარიბაშვილის მსგავსი განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

იტვირთბა....