მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ 20 ივნისის აქცია არის სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული კამპანიის დამაგვირგვინებელი ჟესტი.
როგორც დიღმელაშვილი ამბობს, კონკრეტულად ერთი აქცია პროცესის გარდამტეხი ვერ იქნება.
“კამპანიაში ერთი აქცია არ არის-ხოლმე გარდამტეხი და მთელი კამპანიის ფარგლებში უნდა განვიხილოთ ესეც. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე რამდენიმე თვეა კამპანია დაწყებული აქვთ, რაც გულისხმობს შეხვედრებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დარწმუნებას, საინფორმაციო კამპანიას, მოსახლეობასთან საუბარს და ეს აქცია ამის დამარგვირგვინებელი ჟესტია და ამას, რა თქმა უნდა, თავის შედეგი ექნება. თუმცა, აქცია კამპანიის ფარგლებში უნდა განვიხილოთ”, – ამბობს დიღმელაშვილი.
ცნობისთვის, 20 ივნისს მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე აქცია “ევროპის მარში” გაიმართება.