ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა გაანადგურეს გრადები, რომლებიც სევეროდონეცკს ბომბავდნენ

უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული გრადები, რომლებიც სევეროდონეცკს ბომბავდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“სევეროდონეცკის მიმართულებით მტრის ზურგის დაზვერვისას ოპერატორებმა აღმოაჩინეს რამდენიმე MLRS BM-21 „გრადი“. სწორედ მათ იყენებდა მტერი სევეროდონეცკის, სხვა დასახლებებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების დასაბომბად.

„უპილოტო კომპლექსის დახმარებით მტრის მანქანების ზუსტი კოორდინატების დადგენის შემდეგ, ჩვენმა მეომრებმა ეს მონაცემები გადასცეს ეროვნული გვარდიის არტილერისტებს, M777 ჰაუბიცის ეკიპაჟის ჯარისკაცებს“, – განაცხადა უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:  უკრაინელი სამხედროების წარმატებული წინააღმდეგობის გამო, სევეროდონეცკში რუსეთის ბლიცკრიგი ჩაიშალა

იტვირთბა....