ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირანულმა დრონებმა, ომანში, სალალაჰის პორტში ნავთობ საცავებს დაარტყეს

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა “ამბრეის” ცნობით, ომანის სალალას პორტში ნავთობის შესანახ ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა. სავაჭრო გემების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

ომანის ტელევიზიის ინფორმაციით, დრონებმა პორტში საწვავის ავზებს დაარტყეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სალალაჰის პორტში ნავთობ საცავებს ირანულმა დრონებმა დაარტყეს.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ირანის ქალაქ ყუმზე ამერიკული თავდასხმა განხორციელდა. 

იტვირთბა....