აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად” – გია ვოლსკი

საქართველომ ვალდებულება აიღო და ასრულებს კიდეც იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად, რათა თავი სანქციებს აარიდოს, – ამის შესახებ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, დიდი ხანია, ქვეყანამ ეს ვალდებულებები აიღო. 

„დღის წესრიგში ყულევის დასანქცირების თემა პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იდგა, რადგან კარგად იციან, რომ აქ არანაირ რეალობას არ წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში დასანქცირებული გემი შემოდის და რაღაც მანიპულაციები ტარდება. გონებაჩლუნგი ან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ გეგონოს, რაღაც ფარულად და ჩუმად ხდებოდეს ისე, რომ ამას საერთაშორისო მონიტორინგი ვერ ამჩნევდეს. ეს გამორიცხულია, ამას ვინც არ უნდა ეცადოს.

პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებისთვის ის ადამიანები იბრძვიან, ვისაც ჩვენ უსამშობლოებს ვუწოდებთ. მათი მიზანია, როგორმე, დასავლეთმა სანქციები დაგვიწესოს. სხვების მიზანია, იქნებ, ირანმა საქართველოში ბომბები ჩამოაგდოს. კიდევ სხვები იბრძვიან, იქნებ, საქართველო იმ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარეობს. ეს ჯგუფები გაერთიანებული არიან, რომ იქნებ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს. ამას ბრიუსელიდანაც მხარს უჭერენ. ყულევის საკითხი შესანიშნავი მაგალითია, გავითვალისწინოთ, როგორი მტრები ჰყავს საქართველოს და ვინ არიან ეს მტრები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....