ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

სევეროდონეცკში რუსეთის ბლიცკრიგი ჩაიშალა – უკრაინის თავდაცვა

უკრაინელი სამხედროების წარმატებული წინააღმდეგობის გამო, სევეროდონეცკში რუსეთის ბლიცკრიგი ჩაიშალა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა  DW- თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სევეროდონეცკში მარიუპოლის მსგავსად სიტუაცია ძალიან რთულია.

“ქუჩური ბრძოლები მიმდინარეობს. ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმია ახორციელებს კონტრშეტევებს, რაც შეიძლება უფრო ეფექტურად განხორციელდეს, თუ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიეწოდება მძიმე იარაღი”, – თქვა საკმა.

მან გაიხსენა, რომ უკრაინამ მიიღო და იყენებს ფრონტზე 150 155 მმ-იან ჰაუბიცებს , მაგრამ საჭიროა მეტი შორი მოქმედების საარტილერიო სისტემა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....