ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასები იზრდება

2016 წლის თებერვლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ, – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამეურნეო ნაწილისა და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების, აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგების, მზარეულების, მზარეულის დამხმარეების, დამლაგებლების, მრეცხავების, საქმეთა მწარმოებლების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედთა შრომის ანაზღაურება იზრდება.

საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება შემდეგი პროცენტულობით გაიზრდება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი – 5%; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – 10%; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი – 15%; აღმზრდელი – 10%, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) – 10%; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები 7-7%;  მზარეული – 20%; მზარეულის დამხმარე – 20%; დამლაგებელი – 20%; მრეცხავი – 20%, საქმისმწარმოებელი – 15 %; ფსიქოლოგი – 15%, ლოგოპედი – 10%.

ამასთანავე, ბაღების დირექტორების ხელფასები გათანაბრდება, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზრდება. ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ზრდისთვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტიდან 3 642 470 ლარია გამოყოფილი.

 

იტვირთბა....