მთავარი პოლიტიკა

კახაძე იუკნევიჩიენეზე: ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მეც მეუბნება ევროკავშირი არ გინდაო

[su_quote]მაგათ ეს ინტერესი აქვთ, რომ ეს გააჟღერონ. ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ მეც მეუბნება ევროკავშირი არ გინდაო. მე ხომ არ ვიცნობ, ისიც არ მიცნობს და ყველას გვეუბნება ევროკავშირი არ გინდათო . ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ზონა, უვიზო მიმოსვლა, 45 % ასოციაციის შესრულებული გვაქვს და სხვას არავის არ აქვთ ჩვენნაირი მიღწევა ამ შემთხვევაში. ყველაფერს აკეთებს ნებისმიერი ქართველი და ყველას ეუბნება ევროპა არ გინდათო. მე მას არ ვიცნობ, მე არ მაქვს შეფასების უფლება ამ კუთხით, რომ მკაცრი ვიყო. მე ვამბობ ობიექტურად, მე ჩემს შვილებთან შთამომავლებთან თავს ვხედავ ისეთ ევროპაში როგორიც ჩემს წარმოსახვაში იყო, არის და იქნება. ევროპა რომელიც პატივს ცემს ადამიანს, ადამიანის უფლებებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ქვეყნის მთლიანობის სუვერენიტეტს ეს არის ჩემთვის ევროპა. განათლება, ახალგაზრდობისადმი პატივისცემა და წინაპართა მიერ გამოვლილი გზის სწორად აღქმა. არსებობს ქვეყნები რომლებიც თავის სუვერენულ უფლებას თავისებურად გამოხატავენ, მაგრამ მათი საბოლოო სტრატეგია არის მშვიდობა და სწრაფვა ძლიერი მომავლისათვის. ყველა მცდელობა რომელიც ამის საწინააღმდეგო ქადაგება იქნება, ეწინაამდეგება საქართვეოს არჩევანს[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა.

იტვირთბა....