ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კახაძე ივანიშვილზე: ოპონენტებს ამოჩემებული ყავთ ის, როგორც ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე, დავით აღმაშენებელი

[su_quote]რაც საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე შედგა, იქიდან მოყოლებული, იმ სისტემის ნგრევის შედეგად, ის ტკივილები, რომლებიც მიიღეს თაობათა ცვლის დროს ადამიანებმა… ბიძინამ თავის თავი დაინახა მისი ქვეყნის მსახურებაში. მსგავსი ანალოგიური სწრაფვა ადამიანისა, რომ თავის ქვეყნას ემსახუროს ყველა ნაწილში, ეს იქნება დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, საგანმანათლებო პროგრამები, ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა, სამართალი, ძლიერი სისტემა, დამოუკიდებელი შტოები, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, საგანმანათლებო პროგრამები, ეკოლოგია, სამართალი. ერთმა კაცმა… ბევრია მდიდარი დედამიწაზე, მაგრამ იმ ერთმა კაცმა თავის ქვეყანას რაც გაუკეთა, ქვეყნის ფეხზე წამოყენების სურვილი, სწორი ორიენტაცია ევროატლანტიკური სივრცისკენ. თანადგომა თაობებს შორის. ამ კუთხით პატივსაცემია ყველა მისი ნაბიჯი, მაგრამ ოპონენტებს ამოჩემებული ყავთ ის, როგორც ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე, დავით აღმაშენებელი, ფარნავაზია – ასეა ამოჩემებული, რადგან საქართველოს იდენტობის შეურაცხყოფელი რაც იქნება, ზოგს ეს აწყობს, რადგან უნდა ჩაუკლას იდეა რომ არაფერი არ აქვს. ოპონენტებს ერთი მიზანი აქვთ, რომ ქვეყანა დაითრგუნოს და ქვეყნის წინააღმდეგ იყოს მიმართული. არის დაწერილი კანონები, დაუწერელი კანონები და არის 10 მცნება. დაუწერელ კანონებში ერთი შესანიშნავი მიმართულებაა 3 რამის გინება/უარყოფა არ შეიძლება – დედის, მასწავლებლისა და ექიმის. ახლა წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც დედას აგინებენ, მასწავლებელს, წინაპარს არ ცნობენ, ადამიანი, რომელიც შენი სიცოცხლის მსახურებაში დგას ამას აგინებ, პანდემიის დროს. ეს ყველაფერი დაუწერელი კანონის დარღვევაა. დაუწერელი კანონების დარღვევის დროს ადამიანები ვიღაცის კარნახით ან მედროვეობიდან გამომდინარე აკეთებენ თავის საქმეს[/su_quote]

ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ განაცხადა.

იტვირთბა....