[su_quote]ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება. ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, მინიჭება სტატუსის ან არმინიჭება. ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. სიმბოლურია, როგორ გზავნილს ვაძლევთ და ვუგზავნით რუსეთს. მე ვილაპარაკებ ჩემს ქვეყანაზე. საქართველო ლოიალურია ევროპული სტანდარტების, ფუნდამენტური ღირებულებების და ჩვენ გადავიხადეთ ძალიან მაღალი ფასი. ჩვენ პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.