aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

(ვიდეო) “ბურთი უკრაინის მხარესაა” – მედინსკის თქმით, მოსკოვი მოლაპარაკებების აღსადგენად მზად არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ბურთი მათ მხარესაა…მოსკოვი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ ბელორუსულ ტელეარხ ONT-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინი უკრაინას მოლაპარაკებების გაყინვაში ადანაშაულებს.

“ბურთი მთლიანად მათ მხარესაა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ბურთი უკრაინის მხარესაა. მოლაპარაკებების გაყინვა მთლიანად უკრაინის ინიციატივაა”, – განაცხადა მედინსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს. პრეზიდენტების შეხვედრისთვის სერიოზული მზადებაა საჭირო, რაც ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენასაც გულისხმობს.

„სახელმწიფოს მეთაურები უნდა შეიკრიბონ, რათა მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებებს და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს და არა სურათების გადასაღებად“, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ისინი შეჩერებულია, რადგან ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე: “უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამორიცხავს” – პოდოლიაკი

იტვირთბა....