aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამორიცხავს” – პოდოლიაკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინა გამორიცხავს რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტას და მოსკოვთან ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიის მიტაცების აღიარებას,  – ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მან აღიარა, რომ კიევის პოზიცია ომთან დაკავშირებით უფრო და უფრო უკომპრომისო ხდება.

„ომი არ შეჩერდება (არანაირი დათმობის შემდეგ). უბრალოდ ცოტა ხნით შეაჩერებენ. ცოტა ხნის შემდეგ, განახლებული ენერგიით, რუსები გაზრდიან იარაღს, ადამიანურ ძალას და გამოასწორებენ შეცდომებს, ცოტას მოდერნიზდებიან და დაიწყებენ ახალ შეტევას, კიდევ უფრო სისხლიანს და ფართომასშტაბიანს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მან ასევე “ძალიან უცნაური” უწოდა დასავლეთის მოწოდებებს ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის შესახებ, რადგან მაშინ რუსული ჯარები დარჩებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„(რუსულმა) ძალებმა უნდა დატოვონ ქვეყანა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამშვიდობო პროცესის განახლება“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ის დარწმუნებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტა კრემლის სასარგებლოდ იმოქმედებს, რადგან მათ სურთ გარკვეული სამხედრო წარმატებების დაფიქსირება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე: “რუსებს მაღალი სიზუსტის რაკეტები ეწურებათ” – სამხედრო ექსპერტი

იტვირთბა....