ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ შეაკავებს ნებისმიერ აგრესიასა და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით – ჯო ბაიდენი

მივესალმები და მხარს ვუჭერ ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ნატოში გაწევრიანებაზე და მოუთმენლად ველი აშშ-ს კონგრესთან და ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან მუშაობას, რათა სწრაფად მივიყვანოთ ფინეთი და შვედეთი ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში. – ამის სესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

“ფინეთი და შვედეთი შეერთებული შტატების დიდი ხნის, მტკიცე პარტნიორები არიან. ნატოში გაწევრიანებით ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ნატოს მოკავშირეებთან ერთად, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს აქტივობას და არსებობას ბალტიის ზღვის რეგიონში. სანამ განიხილება მათი განაცხადები ნატოში გაწევრიანებაზე, აშშ იმუშავებს ფინეთთან და შვედეთთან, რათა შეინარჩუნოს სიფხიზლე ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ჩვენი საერთო უსაფრთხოების წინაშე და შეაკავოს აგრესია ან აგრესიის საფრთხე“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

იტვირთბა....