[su_quote]მიმაჩნია, რომ ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას ეკადრება. რაც შეეხება მის გადაყვანას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე ამას ვერ შევაფასებ. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს და იქნება უეჭვოდ, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
მისი თქმით, საზღვარგარეთ მისი სამკურნალოდ გადაყვანის საკითხს ვერ შეაფასებს მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ შეუძლებელია თუ არა სააკაშვილს საქართველოში გაუწიონ აუცილებელი მკურნალობა.