სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობების დაყენება ამორალურია იმ ადამიანისგან, რომელიც იმ სისტემას ედგა სათავეში, რომლის დროსაც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებსა და პატიმრებს წართმეული.
„პირობების დაყენება ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ედგა იმ სისტემას სათავეში, რომელის პირობებშიც სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებსა და პატიმრებს წართმეული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
ამ სისტემის ავტორი, კლინიკაში მისთვის მკურნალობის გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს. ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო, უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს“, – განაცხადა მდინარაძემ.