ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხში შევიდა” – ამერიკული დაზვერვა

უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხში შევიდა, – აღნიშნულის შესახებ  Sky News აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის სკოტ ბერიერის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, ამ დრომდე შეიარაღებული კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ აქვს საბოლოო უპირატესობა ბრძოლის ველზე.

ამავე დროს, ბერიერმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის არმიამ მინიმუმ 10 რუსი გენერალი გაანადგურა.

„რუსები არ იგებენ, მაგრამ არც უკრაინელები იგებენ და ჩვენ აქ ცოტა ჩიხში ვართ“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, პუტინმა უკრაინაში ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული  ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვლის შემდეგ გრძელდება.

იტვირთბა....