ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“აზოვსტალის” ქარხნიდან კიდევ 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა – ვერეშჩუკი

მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნიდან კიდევ 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს. მისი ცნობით, მათ შორის არიან ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

“მტერი გამუდმებით არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის პირობას, თუმცა, “აზოვსტალიდან” 50 ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ. ესენი არიან ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები”, – ამბობს ვერეშჩუკი.

ცნობისთვის, მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის პროცესი გუშინაც მიმდინარეობდა, თუმცა, “აზოვსტალის” ქარხნიდან გამომავალ საევაკუაციო მანქანას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

იტვირთბა....