გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე მიტანილი იერიშის დროს განცდილი დანაკარგები რუსეთს დონბასში თავისი გეგმების განხორციელებას ჩაუშლის.
როგორც დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთს საკუთარი ქმედებები ძვირად უჯდება.
“მარიუპოლში მიღწეული წინსვლა რუსულ არმიას მნიშვნელოვან დანაკარგს აყენებს, ეს კი ოკუპანდებს დონბასის სამხრეთით არსებულ გეგმებს უშლის”, – აცხადებენ დაზვერვაში.
ამავე თემაზე: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ 9 მაისამდე მარიუპოლში წინსვლას მიაღწიოს – ბრიტანეთის დაზვერვა