გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიზანია, 9 მაისამდე, მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას მიაღწიოს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისთვის სიმბოლურის წარმატება აღნიშნოს.
დაზვერვის ინფორმაციით, “აზოვსტალის“ ქარხანაზე სახმელეთო შეტევის განმავლობაში, რუსეთს დანაკარტები მიადგა.
“მარიუპოლში რუსეთის ეს ძალისხმევა ჯარისკაცების, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ფასად დაუჯდა. სანამ უკრაინელები წინააღმდეგობას აგრძელებენ, “აზოვსტალში“, რუსეთის დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, – აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: “ჩვენმა ძალებმა აზოვსტალში მტრის შეტევა მოიგერიეს”, – არესტოვიჩი