ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“პუტინის “ხრიკები” მოსკოვის დაბომბვით დასრულდება” – რუსი პუბლიცისტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ხრიკები“ მოსკოვის დაბომბვით დასრულდება, – აღნიშნულის შესახებ რუსმა წამყვანმა და პუბლიცისტმა ალექსანდრე ნევზოროვმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში  განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა აბსოლუტურად დამაჯერებლად ამარცხებს რუსეთის ფედერაციას.

ამასთან მას არ ესმის, სად გაჩერდება უკრაინის გამარჯვება და ეს აწუხებს.

„მე მესმის, რომ პუტინის ყველა ეს ხრიკი მოსკოვის დაბომბვით დასრულდება, ალბათ, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იქნება, ბევრად უფრო რთული იქნება იმ რუსებისთვის, რომლებიც ახლა ცალსახად იბრძვიან უკრაინისთვის. განასხვავებენ საინფორმაციო ფრონტებსა და სამხედრო ფრონტებს, რადგან ეს საინფორმაციო ფრონტები ზოგჯერ არანაკლებ საშიშია“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....