როგორც მედია წერს, ამერიკელი ოფიციალური პირები არ აღწერენ, თუ როგორ მოიპოვეს ინფორმაცია რუსული ჯარების შტაბ-ბინის შესახებ, იმის შიშით, რომ მათი შეგროვების მეთოდებს საფრთხე არ შეექმნას.

აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები იყენებდნენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს რუსული ჯარების გადაადგილების დასაკვირვებლად.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ მანამდე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კიევს აწვდის მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თავდაცვისთვის.

საგულისხმოა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10-ზე მეტი რუსი გენერალი მოკლეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.