უკრაინაში, ოკუპირებულ ქალაქ მაკიივკაში ხანძარი გაჩნდა ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ოთხ, 5 000-ტონიან რეზერვუარს გაუჩნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ და აცხადებს, რომ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი იყო რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სოფელსტარაია ნელიდოვკასთან, სადაც სამხედრო მასალების საცავს გაუჩნდა ცეცხლი.