ახალი ამბები უკრაინის ომი

ზელენსკი: მოკლულია 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაშავებულია, რით ემუქრებოდნენ რუსულ სახელმწიფოს ეს ბავშვები?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის დაბომბვაზე ისაუბრა.

“ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მოკლულია 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაშავებულია.
რისთვის? რით ემუქრებოდნენ რუსულ სახელმწიფოს ეს ბავშვები და საერთო საცხოვრებელი? ასე ომობენ ისინი და ეგ არის. ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისინჩანსკში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიწვა გიმნაზია, რომელიც 100-ზე მეტი წლის იყო. ისინი ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს. მან ორ მსოფლიო ომს გაუძლო. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს გიმნაზიაც თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა”,
– განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპანტების მიერ მოკლულია 220 ბავშვი, 1 570 სასწავლო დაწესებულება კი დანგრეული ან დაზიანებულია.

იტვირთბა....