რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
“მტერმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ოდესის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ“, – წერს ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო ტელეგრამში.
დეპუტატ ანდრეი გონჩარენკოს ცნობით კი, დაღუპულია 13 წლის მოზარდი.