ახალი ამბები საზოგადოება ციტატა

“არ მეგონა, ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

[su_quote]დღეს, ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ჩასაფრებული ადამიანებისთვის სპეკულაციების სივრცე დატოვა. ამიტომ უნდა განვმარტო.

ეტლში, ადამიანი შეიძლება მოხვდეს ბევრი მიზეზით. ვიღაცისთვის ავარიის გამო დგება დღის წესრიგში ეტლის აუცილებლობა და ვიღაცისთვის თანდაყოლილი ტრავმა. დედაჩემის შემთხვევაში სიმსივნე იყო მიზეზი, რის გამოც, სიცოცხლის ბოლო დღეები სრულად ეტლში გაატარა.

ძალიან ხშირად, ეტლში მყოფი ადამიანები, ახერხებენ არა თუ საკუთარ სივრცეში წარმატების მიღწევას, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვებების მოტანას. მათი ცხოვრება სრულფასოვანია და ძალიან შორსაა იმისგან, რაც დღეს მიშას კონტექსტში ვთქვი.

დღევანდელი ჩემი განცხადება ნიშნავდა იმას კი არა, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე, იმიტომ რომ მისი დიაგნოზი იძლევა ამის საშიშროებას.

არ მეგონა ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ მესმის რომ მიშას თემა დამატებითი მოტივაციაა განცხადებები არასწორად აღიქვათ.

რაც შეეხება ეტლში მყოფ ადამიანებს, გიგზავნით სიყვარულს და სითბოს და გიხდით ბოდიშს თუ ოდნავ მაინც ემოციებზე მოგხვდათ ჩემი განცხადება.

არ ჩამოვთვლი პროექტებს რომელიც ამ ფორმატში გამიკეთებია და გავაკეთებ მომავალში.[/su_quote]

წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....