ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპით აჭარაში 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს შევიდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულად, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი.

მისივე თმქით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ღორის გრიპით ორი ადამიანია გარდაცვლილი.

იტვირთბა....