გაერთიანებული სამეფო ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენასთან დაკავშირებით გეგმის შესამუშავებლად საერთაშორისო ლიდერების სამიტს უმასპინძლებს.
აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო არ ჩაერთვება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში. როგორც სტარმერი აღნიშნავს, მზარდ ხარჯებთან გასამკლავებლად საუკეთესო გზა იქნება კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევა და ჰორმუზის სრუტის გახსნა.

