“ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით განსვენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ის ნამდვილად იყო საქართველოს ეროვნული სულიერი ლიდერი, ადამიანი, რომელიც იცავდა ტრადიციულ ღირებულებებს, მართლმადიდებლურ ტრადიციებს, მართლმადიდებლობის ერთიანობას და რომელმაც მოიპოვა მაღალი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. მისი ამ როლის გათვალისწინებით, რუსულმა მხარემ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციასთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე გაგზავნა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხეილ ეფიმის ძე შვიდკოი. მიხეილ ეფიმის ძემ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებასა და ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. რა თქმა უნდა, თავად ეს ფაქტი მოწმობს ჩვენი ხალხის კულტურულ, ისტორიულ და სულიერ სიახლოვეს. ჩვენ მაინც საერთო ღირებულებითი ფუნდამენტი გვაქვს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები, მათში არსებული ცნობილი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, თანმიმდევრულად განვითარდება იქ, სადაც ორივე მხარე მზად არის ამისთვის და სადაც ეს ორმხრივ სარგებელს გვპირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს აქტიურად ვითარდება ეკონომიკური, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით, კვლავაც, ყველა პოლიტიკური სირთულის მიუხედავად. ამ კონტექსტში, ჩვენ მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, რამდენადაც ამისთვის მზად იქნებიან თბილისში” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა

