რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„დიახ, ჩვენ კონტაქტს ვინარჩუნებთ“, – განუცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოსაგვარებლად რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მართავს.

