აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობაზე ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას კონგრესის ნებართვა სჭირდება, არასწორია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას კონგრესის ნებართვა სჭირდება, არასწორია.

თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ საბანკეტო დარბაზი კერძო შემოწირულობებით შენდება და მსგავს საკითხებს კონგრესის თანხმობა არ უნდა სჭირდებოდეს.

„საბანკეტო დარბაზის საქმეზე მოსამართლემ თქვა, რომ კონგრესის თანხმობა უნდა მივიღოთ. ის ცდება. კონგრესის თანხმობა არასდროს გაცემულა არცერთ საკითხზე ამ ვითარებაში, არც დიდზე და არც პატარაზე, რომელიც თეთრი სახლის მშენებლობას უკავშირდებოდა. ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, რადგან საბანკეტო დარბაზი კერძო შემოწირულობებით შენდება და არა ფედერალური გადასახადის გადამხდელების თანხებით“, – წერს ის.

ცნობისთვის, ვაშინგტონში ფედერალურმა მოსამართლემ თეთრი სახლის ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაბლოკა. ბრძანების მიხედვით, მოსამართლე რიჩარდ ლეონმა განაცხადა, რომ დაგეგმილი 400 მილიონი დოლარის ღირებულების საბანკეტო დარბაზის მშენებლობა უნდა შეჩერდეს, რადგან არცერთი კანონი „ახლოს არ მიდის“ იმასთან, რომ ტრამპს კონგრესის ავტორიზაციის გარეშე თეთრ სახლში ასეთი ნაგებობის აშენების იურიდიული უფლებამოსილება მისცეს. 2025 წლის ოქტომბერში ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ტერიტორიაზე ახალი, დიდი და ლამაზი საბანკეტო დარბაზის მშენებლობა დაიწყო. მისივე თქმით, პროექტი სრულიად კერძო პირების დაფინანსებით განხორციელდება.

იტვირთბა....