ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩევნები გარდაბანში: “საარჩევნო უბნებთან სუს-ის მანქანები არიან მობილიზებულნი”

გარდაბანში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, კანდიდატების გუნდის წარმომადგენლები დღეს დილიდან, ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სუს-ის მხრიდან მათ მომხრეებზე ზეწოლა იყო.

„ღამითაც დავაფიქსირეთ, რომ სუს-ის წარმომადგენლები ჩვენი მომხრეების დაშინებას ცდილობდნენ. საარჩევნო უბნებთან სუს-ის მანქანები არიან მობილიზებულნი,“- განაცხადა გია ბარამიძემ.

ქართულ ოცნებაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. გოგლა ჟვანიას, თქმით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს და შესაბამისად, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პროვოკაცია არ არის გამორიცხული.

გარდაბანში დღეს გამგებლის რიგგარეშე არჩევნებია. საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველიც მივიდა. არჩევნებში ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული და ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი.

იტვირთბა....