ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია

“არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ექპრეზიდენტის შეწყალება საზოგადოებაში მეტ პოლარიზებას გამოიწვევდა.

“მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე განაჩენის გამოუტანის შემდეგ. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს შეუწყობდა ხელს. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია”, – ციტირებს ზურაბიშვილის სიტყვებს “ინტერპრესნიუსი”.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ექპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებსაც გამოეხმაურა.

“თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ, ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული”.

იტვირთბა....