უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კიევში მომხდარი აფეთქებების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“რუსეთმა კიევი საკრუიზო რაკეტებით სწორედ მაშინ დაბომბა, როდესაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, კირილ პეტკოვი ჩვენს დედაქალაქს სტუმრობდნენ. ამ საზარელი ბარბაროსული აქტით რუსეთი კიდევ ერთხელ ავლენს თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ“, – დაწერა დმიტრო კულებამ “ტვიტერის” გვერდზე.