უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ინფორმაციას ადასტურებს კიევის მერიც. როგორც ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა.
მისივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.