აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მიმართავს, უკრაინისთვის 33-მილიარდიანი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს.
“ახლახანს ხელი მოვაწერე დოკუმენტს კონგრესისთვის პუტინის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინის ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა, აგრესიისთვის დანებება უფრო ძვირი დაჯდება.
“ჩვენ გვესაჭიროება ეს, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება დამტკიცდეს სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიისთვის დანებება უფრო ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან”, – განაცხადა ბაიდენმა.