ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: ჩვენ რატომ არ გვზომავენ?

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალ კვლევას ეხმაურება, რომელშიც მისი პარტია არ ფიგურირებს.

ხვიჩიას შეფასებით, ორგანიზაცია კვლევებს არაკვალიფიციურად ატარებს.

“ვერასდროს დავადგინე, ჩვენ რატომ არ გვზომავენ? ინდივიდუალურად ისეთი ხალხია გაზომილი, რომლებიც არც ჩვენზე რეიტინგული არიან და არც ტელევიზორში ჩანან ჩვენზე ხშირად. პრინციპი ვერ გავიგე, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ. წინა კვლევაში გაზომილი იყო საბა ბუაძე და არ ვიყავით ჩვენ. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ ხდება და ხდება არაკვალიფიციურად. გამოკითხულთა 65% ამბობს, “არ ვიცი“, “არ გადამიწყვეტია“. მეტი რა უნდა გააკეთონ, რომ მივხდეთ, კვლევები არაკვალიფიციურია. აღნიშნული კვლევები არასწორად ტარდება და საზოგადოებაში არასწორ ვნებებს აღძრავს. ზოგადად, აშშ-ს ინსტიტუტებს რეპუტაციას უზიანებს, როცა რაღაცას ვერ აკეთებენ და პასუხი კითხვებზე არ გაქვს. რატომ არ არის არც ერთი ჩვენი პარტიის წარმომადგენელი – არ გავიზომეთ თუ არ გაგვზომეს? არაკვალიფიციური კვლევები პესიმიზმს აჩენს ამერიკისა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მათ მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ”, – ციტირებს ხვიჩიას სიტყვებს “საქართველოს პირველი არხი”.

ამავე თემაზე: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას მოსახლეობის დიდი ნაწილი – IRI -ის კვლევა

 

იტვირთბა....