მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31 % “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 16 % კი – “ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, სხვა პარტიების მონაცემები ასე გადანაწილდა:
“საქართველოსთვის – გიორგი გახარია” – 4%;
“დროა – ელენე ხოშტარია” – 2 %;
“სტრატეგია აღმაშენებელი- გიორგი ვაშაძე” – 2%;
“ლეიბორისტული პარტია” – 2 %;
“ხალხისთვის- ანა დოლიძე“-2%;
“ლელო“ -2%;
“პატრიოტთა ალიანსი“- 1 %;
“კონსერვატიული მოძრაობა – ალტ ინფო“ – 1%;
“გირჩი – მეტი თავისუფლება“ -1 %;
“მოქალაქეები -ალეკო ელისაშვილი“ – 1 %;
სხვა – 2%;
არ ვაძლევ ხმას – 4%;
ბიულეტენს გადახაზავს – 11%;
არ ვიცი – 12 % ;
არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული – 7 %.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.