გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გუტერეში თავად ავრცელებს.
“უკრაინაში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი – უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის”, – წერს გაეროს გენერალური მდივანი “ტვიტერში”.
ცნობისთვის, გუშინ, 26 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ერთმანეთს მოკოვში შეხვდნენ.