ახალი ამბები უკრაინის ომი

“პუტინი აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობას დათანხმდა” – გაერო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი “პრინციპში” დათანხმდა გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში.

ინფორმაციას CNN-ი გაეროზე დაყრდნობით  ავრცელებს.

“გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ [გუტერეშმა და პუტინმა] განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები”, – აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ერთმანეთს მოკოვში შეხვდნენ.

 

 

იტვირთბა....