რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება.
“დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს ჩვენ მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში გარანტირებული იყოს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკის მცხოვრებთა, რუსული ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზომები. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს”, – განაცხადა პუტინმა საკანონმდებლო საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.