რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს.
“არ თქვათ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ მუშაობს, თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს. ჰუმანიტარული დერეფნები მუშაობს. მარიუპოლიდან დაახლოებით 130-140 ათასი ადამიანი გამოვიდა და მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ წავიდნენ. ვისაც რუსეთში სურს – რუსეთში, ვისაც უკრაინაში სურს – უკრაინაში. სადაც სურთ, ჩვენ მათ არ ვაკავებთ. ვეხმარებით და მხარდაჭერას ვუცხადებთ. იგივეს გაკეთება შეუძლიათ სამოქალაქო პირებს, თუ ისინი აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან, მათ შეუძლიათ გამოსვლა“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ერთმანეთს მოკოვში შეხვდნენ.