ახალი ამბები უკრაინის ომი

“რუსებმა ევაკუაცია შემოგვთავაზეს, როდესაც ავტობუსები დავძარით, ჩაცხრილეს” – მარიუპოლის მერი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, რუსი ოკუპანტები პირველივე დღეებიდან საფრთხის ქვეშ აყენებდნენ ჰუმანიტარულ დერეფნებს.

მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ოკუპანტები მოსახლეობის ევაკუაციას დათანხმდნენ, თუმცა, როგორც კი ავტობუსები დაიძრა, ჩაცხრილეს.

“პირველივე დღეს, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა, ყველანაირი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს… შემოგვთავაზეს ევაკუაცია. ვცდილობდით, ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ ევაკუაციისთვის, ვამზადებდით კომუნალურ ავტობუსებს, რუსული მხარე გვეკითხებოდა, სად დაიწყებოდა ევაკუაცია, პუნქტი სად იქნებოდა ავტობუსების და რა რაოდენობით იქნებოდა. როდესაც ჩვენ გავხსენით ქალაქის დაცვის გარკვეული მონაკვეთი ევაკუაციისთვის, ამით ისარგებლეს და ტანკებით შემოვარდნენ. როდესაც ავტობუსები დავძარით, დაცხრილეს ავტობუსები” – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ “ტვ პირველის” ეთერში.

იტვირთბა....