პარლამენტმა “ნოტარიატის შესახებ” კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით, 77 ხმით, ერთხმად მიიღო.
ცვლილებების პროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო.
ცვლილებების თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70 წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. ამ ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას ნოტარიუსები მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.