ახალი ამბები საზოგადოება

“რამდენიმე კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით ძალიან სამწუხარო მდგომარეობა იკვეთება” – ჯანდაცვის მინისტრი

მიმდინარე ეტაპზე ჩვენი აუდიტის სამსახური და რეგულირების სააგენტო აქტიურად ახორციელებენ კონტროლს პარალელურად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში – როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე გაიდლაინების სწორად შესრულების კუთხით და ფინანსური კუთხით, – ამის შესახებ “ქრონიკის” ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

“მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო კოვიდის პერიოდში სრულად უზრუნველყოფდა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე იკვეთება ისეთი ფაქტები, როდესაც არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ​ანგარიშგებების წარმოდგენა. ასევე რამდენიმე კლინიკაში უკვე იკვეთება ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით, ზოგიერთში ის საერთოდ მოშლილია და სახეზე გვაქვს სისტემური პრობლემები, რაც, სამწუხაროდ, კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა. იმ დატვირთვის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდა ამ 2-წლიანი პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე მივედით. მინდა აქვე დავაზუსტო, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ფაქტი და ამ შემოწმებებს სისტემური ხასიათი ექნება. ჩვენი თანამშრომლები მეორედაც მივლენ კონკრეტულ კლინიკებში და შეამოწმებენ, სანამ არ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება”, – აცხადებს მინისტრი

იტვირთბა....